logo_geo
eng_logo
აკა სინჯიკაშვილი: გადავწყვიტე, ღამით შეგროვებული ფულით საკვები მეყიდა და გაჭირვებულებისთვის დამერიგებინა!!!
- +

7 მაისი. 2016. 20:45



აკა სინჯიკაშვილის
ქველმოქმედება უკვე ყველასთვის ცნობილია. ის ცდილობს, სხვადასხვა ხერხით დაეხმაროს უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს:



„საერთოდ, ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ შეიძლება ადამიანი მშიერი იყოს. დედამიწაზე, სადაც ამდენი საკვებია, მიმჩნია, რომ ის ყველას უნდა ჰქონდეს. საშინელება და სირცხვილია, რომ ვინმე მშიერი დარჩეს.


ოთხი წლის წინ, სამსახურში გადავწყვიტეთ მშიერი ადამიანების დახმარება. ამ იდეას საკუთარი ხელფასით ვახორციელებდით, მაგრამ ამას დიდ ხანს ვერ ვახერხებდით, რადგან ხელფასი მალე იხარჯებოდა. რამდენჯერაც საშუალება მოგვეცა, გაჭირვებულებისთვის ტანსაცმელიც შევაგროვეთ.


ბოლო პერიოდში, მინდოდა, ხალხის ყურადღება მიმექცია ამ ამბისთვის და გადავწყვიტე, დამეწყო ტაქსაობა, ღამით შეგროვებული ფულით საკვები მეყიდა და დილით გაჭირვებულებისთვის დამერიგებინა. რაც ხალხმა ჩემი ტაქსის ამბავი გაიგო, ბევრმა დაიწყო მოხმარება და საქმე უკეთესად წავიდა: ფულიც მეტი გროვდება, საჭმელსაც მეტს ვყიდულობთ და ქალაქშიც ნაკლები მშიერი ადამიანი დადის",
- ამბობს აკა სინჯიკაშვილი.

 

 

წყარო: „თბილისელები“

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner