ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო ზვიად კუპრავას მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. საქმეს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი განიხილავს.
კუპრავას ადვოკატების ინფორმაციით, ბრალდების მხარის შუამდგომლობა კუპრავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს.
თავის მხრივ, როგორც კუპრავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათი მოთხოვნაა, რომ მის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე არ გამოიყენოს სასამართლომ. მისივე თქმით, მას 5000 ლარის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს.
ზვიად კუპრავას საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარი ინციდენტის საქმეზე ბრალი წაუყენეს.