logo_geo
eng_logo
ნინო გვენეტაძე: ახვლედიანზე მნიშვნელოვანი განსახილველი თემები გვაქვს
- +

23 თებერვალი. 2016. 18:55


თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეებთან შეხვედრამდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. გვენეტაძემ მამუკა ახვლედიანის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ დღეს ამ თემაზე კომენტარს არ გააკეთებს.


„ახვლედიანზე მნიშვნელოვანი განსახილველი თემები გვაქვს", - განაცხადა გვენეტაძემ.


რაც შეეხება საქალაქო სასამართლოში მიმდინარე შეხვედრას,  გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა მენეჯმენტის პრობლემებთან დაკავშირებით და საქმეთა განაწილების თემაზე გაიმართება.

 

„ამ საკითხებზე მოსამართლეების პოზიციებს მოვისმენთ. მენეჯმენტი და ორგანიზება სწორი უნდა იყოს, საქმეთა განაწილება უნდა მოხდეს წესის მიხედვით. ამით უნდა დავაკმაყოფილოთ მოსამართლეების მოთხოვნები", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.


მოსამართლეებთან შეხვედრას ესწრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ებანოიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner