logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს, რომ მეტროსა და სამგზავრო ვაგონების წარმოება საქართველოში დაიწყოს
- +

9 ივლისი. 2018. 21:05

 

 

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოში მეტროსა და რკინიგზის ვაგონების წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება უკვე დაწყებულია.

 

,,ჩვენ ველოდებით კვლევას. დაიდება ქალაქის ,,მასტერ პლანი'', რომელიც დედაქალაქს არასდროს არ ჰქონია. ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ზოგადად საზოგადოებრივი ტრანსპორტი სწორად გადავანაწილოთ. თუ, როგორი უნდა იყოს სამარშუტო ხაზები, როგორ უნდა მოძრაობდეს ავტობუსები და როგორ უნდა მოდიოდეს მეტროსთან კვეთაში​. საერთოდ გვჭირდება თუ არა ყვითელი სამარშუტო ტაქსები. ამ ანალიზის შემდეგ გადავწყვეტთ ამ ყველაფერს. მე შემიძლია გითხრათ, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არსებობს, მხედველობაში მაქვს მათი გამართულობა და ტექნიკური საშუალება ნამდვილად ვერ იქნება. ამ კომპანიას ამასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. ჩვენ მერიას გაჟღერებული გვაქვს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებას ვაპირებთ. ეს ეხება, როგორც ყვითელ ავტობუსებს, ასევე მეტროს ვაგონებს. ჩვენ მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს, რომ მეტროსა და სამგზავრო ვაგონების წარმოება საქართველოში დაიწყოს,''- განაცხადა  კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner