logo_geo
eng_logo
მძღოლი, რომელმაც დიდ დიღომში მომხდარი ავარიის დროს 3 ადამიანი იმსხვერპლა, ნასვამი იყო
- +

9 ივლისი. 2018. 23:33

 

 

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ დიდ დი­ღომ­ში დი­ლით მომ­ხდარ ავა­რი­ა­შიბრალ­დე­ბუ­ლი მძღო­ლი და­ა­კა­ვა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დამ­ნა­შა­ვე მძღო­ლი, რო­მე­ლიც ყვი­თელ მიკროავტო­ბუსს მარ­თავ­და, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

 

 

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 6 ივ­ლისს თბი­ლის­ში, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­­ვან­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­ში დამ­ნა­შა­ვე მძღო­ლი .. გა­მო­ავ­ლი­ნეს და და­­კა­ვეს. ალ­კო­ტეს­ტით შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად, მას ალკოჰოლუ­რი თრო­ბა და­უდ­გინ­და. და­ნა­შა­­ლი 8-დან 12 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამ­ჟა­მად, .. სხე­­ლის სხვა­დას­ხვა და­ზი­­ნე­ბით ჰოს­პი­ტალ­ში, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა.“

 

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი მარ­თვის ცენ­ტრ „112“-ში 2018 წლის 6 ივ­ლისს შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ თბი­ლის­ში, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვან­ში, ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გურ „ვი­სო­ლის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 3 ავ­ტო­მო­ბი­ლი ერ­თმა­ნეთს შე­ე­ჯა­ხა. შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის და სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­მო­ცხად­დნენ.

 

გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერ­თმა­ნეთს ორი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი შე­ე­ჯა­ხა. შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად, სამი პირი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა კი სამ­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო. ისი­ნი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ბრი­გა­დის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სტა­ცი­ო­ნარ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

 

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლის მიერ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის უხეშ­მა დარ­ღვე­ვამ გა­მო­იწ­ვია.

 

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 276-ე მუხ­ლის მე-2 და მე-8 ნა­წი­ლე­ბით, მთვრალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner