logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია საკრებულოში საჭირო ხელმოწერების შეგროვების, ან უმრავლესობის მოთხოვნის შემთხვევაში მივა...
- +

7 მაისი. 2016. 21:24

 

"თბილისის მერი საკრებულოში საჭირო ხელმოწერების შეგროვების, ან უმრავლესობის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში მივა", - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ტელეკომპანია იმედის" ეთერში განაცხადა.



როდესაც საუბარი არის პოლიტიკურ შოუზე და იმ პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან მოწვევაზე, რომლებიც ურცხვად ატყუებენ ამომრჩევლებს, მე არ ვფიქრობ, რომ ეს ის ფორმატია, სადაც უნდა მივიდე. ამიტომაც, თუ კანონმდებლობით დადგენილი წესით იქნება საჭირო ხელმოწერები მოგროვებული, ან უმრავლესობის მხრიდან იქნება მოთხოვნა, იმასთან დაკავშირებით, რომ მივიდე საკრებულოში, რასაკვირველია, მივალ", - განაცხადა ნარმანიამ.



მისივე თქმით, ოპონენტების მიერ დასმულ კითხვებს საკმაოდ საინტერესო პასუხები გაეცა. ამის მაგალითად ნარმანიამ პარლამენტში 4 საათიანი განხილვა დაასახელა.



გუშინაც ძალიან საინტერესო განხილვა იყო ოთხი საათის განმავლობაში პარლამენტში, სადაც ჩემი მოადგილე, რამდენიმე სამსახურის ხელმძღვანელი ესწრებოდა ამ საკითხს და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი იქნა გაცემული მათი მხრიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც უფრო ახლოვდება არჩევნები პოლიტიკურ ტემპერატურას ხელოვნურად სწევენ და ცდილობენ ამომრჩეველი გადმოიბირონ, ასე ვთქვათ, სიცრუის დიდი მანქანის" გამოყენებით, არ მინდა, რომ ვიყო ამის მონაწილე. ეს ჩემი გადასაწყვეტია", - აღნიშნა ნარმანიამ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner