logo_geo
eng_logo
შალვა ოგბაიძე: საჭესთან „მესიჯობა“ კლავს!
- +

10 ივლისი. 2018. 01:01

 

 

ქართველები მანქანების მოყვარული ხალხი ვართ, როგორც დედაქალაქის, ასევე სხვა ქალაქების ქუჩებშიც სხვადასხვა მარკის ავტომობილებს ვხვდებით. მაგრამ ეს სიყვარული მანქანის მართვაზე რამდენად აისახება? „თბილისი თაიმსიაღნიშნული საკითხით დაინტერესდა. როგორი მძღოლები ჰყავს საქართველოს და  უმეტესად, რა შეცდომებს უშვებენ ქართველები მანქანის მართვისას, ამ და სხვა საკითხების შესახებ, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, შალვა ოგბაიძე ttimes.ge-ს ესაუბრა.

 

- თქვენი აზრით, როგორი მძღოლები ჰყავს საქართველოს? როგორ დაახასიათებთ

 

– გაბატონებული აზრია, რომ თითქოს ქართველი მძღოლები ძალიან უდისციპლინოები არიან, ჩარჩოებს, წესრიგს,  ვერ იტანენ. ის, რომ წესების დარღვევა მათ სისხლში აქვთ  გამჯდარი.  მე ამ აზრისგან ძალიან შორს ვარ. იგივე ქართველი მძღოლი, საზღვარგარეთ ძალიან კანონმორჩილია.  არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევები ცხადყოფს, რომ ძირითადი დარღვევები ისეთ ადგილებში ხდება, სადაც ვიდეოთვალი არ არის დამონტაჟებული ან პატრული შედარებით იშვიათად დადის.

 

 ჩვენ შეგვიძლია მძღოლები ორ ნაწილად გავყოთ: ერთია-როდესაც შეგნებულად არღვევს მძღოლი და მეორე, როცა  უბრალოდ უცოდინრობასთან გვაქვს საქმე. ეს კი იმ ფაქტორითაა განპირობებული, რომ  მძღოლი განათლებას არსად არ იღებსმისთვის მთავარია დაძრას ავტომობილი, გააჩეროს, აიღოს მართვის მოწმობა და შემდეგ მართვის ოსტატობა გადატვირთულ მოძრაობაში დახვეწოს.

 

მიმაჩნია, რომ ქართველი მძღოლი  საკმაოდ დისციპლინირებულია, თუკი მას მოსთხოვ. საქართველოში მძღოლებს კანონმოშიშობა აკლიათ, ამ ეტაპზე ისინი კანონის ძალას  სათანადოდ ვერ გრძნობენ.

 

- უმეტესად, რა შეცდომებს უშვებენ ქართველები მანქანის მართვისას?

 

– ხიფათის წარმოშობის თვალსაზრისით რამდენიმე დარღვევას გამოვარჩევდი. მაგ: როდესაც მიდიხართ სამზოლიან გზაზე, ვთქვათ, რუსთაველის გამზირზე და ამ დროს, მარცხენა რიგიდან მარჯვნივ, ჩაგიჭრით ავტომანქანა  და  თქვენ გაიძულებთ მუხრუჭი მკვეთრად იხმაროთ ან  მიმართულება იცვალოთ. ან პირიქით, მარჯვენა რიგიდან ნელა მოძრავი მანქანა, რომელსაც წინ გაუჩერებს ავტობუსი, არც გამოიხედავს მარცხნივ სარკეში, აიღებს საჭეს მარცხნივ და თქვენ გაიძულებთ რომ დაამუხრუჭოთ და ის გაატაროთ.

 

რომ აღარაფერი ვთქვათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში დარღვევებზე-სიჩქარის გადაჭარბება, სახიფათო მანევრით სიარული-როდესაც ავტომობილი  გადმოდის შემხვედრ გზაზე, ცდილობს გასწრებას და ამ გადმოსვლით ის აიძულებს შემხვედრი მოძრაობის ავტომობილებს ან შეანელონ, ან გვერდულზე გადავიდნენ და სხვ.

 

- განიხილავთ თუ არა ამ საკითხს გენდერულ ჭრილში, რას ფიქრობთ მძღოლ ქალებზე? როგორია თქვენი შეფასება

 

– მე მძღოლებს გენდერული ნიშნით არ ვყოფ,  არსებობენ  დისციპლინირებული და უდისციპლინო მძღოლები.

 

- რომელი ავტომობილი სარგებლობს, საქართველოში, ყველაზე დიდი სიმპათიით და ამის მიზეზად რა შეიძლება მივიჩნიოთ?

 

– რატომღაც, ავტომობილი ოდითგანვე სოციალური მდგომარეობის ხაზგამსმელ ნივთად მიიჩნევა. შესაბამისად, დღეს, ქართველებში დიდი პოპულარობით ჯიპის მარკის ავტომობილები სარგებლობს.

 

- როგორია თქვენი რეკომენდაციები, რას ურჩევთ ქართველ მძღოლებს?

 

– ქართველ მძღოლებს ვურჩევდი, მანქანის მართვისას მეტი სიფრთხილე   გამოიჩინონ, ერთმანეთისადმი სოლიდარულები იყვნენ, არ ილაპარაკონ და იმესიჯონ საჭესთან. მესიჯობა კლავს

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner