logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: შეკითხვები არსებობს, საგამოძიებო კომისია ამისთვის შევქმენით, მაგრამ შეფასებებში ფრთხილად უნდა ვიყოთ
- +

10 ივლისი. 2018. 10:11

 

 

„რა თქმა უნდა, შეკითხვები არის და საგამოძიებო კომისია სწორედ ამისთვის შევქმენით, მაგრამ შეფასებებში ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობისა და საგამოძიებო კომისიის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

 

„ჩვენი ვალდებულებაა, არამხოლოდ პოლიტიკური მანდატით ვიმოქმედოთ, არამედ როგორც გამომძიებლებმა, ვისაც მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს; ჩვენი ვალდებულებაა, გამოვიკვლიოთ ყველა ინფორმაცია, ყველა შესაძლო მოწმის ჩვენება, მოვუსმინოთ ექსპერტებს და დასკვნები ანალიზზე დაფუძნებით გავაკეთოთ, რათა საზოგადოებას შეკითხვები არ დარჩეს.

 

ჩვენ დიდი ძალისხმევა გვმართებს, იმ კულტურის დამკვიდრებაზე ვიმუშაოთ, რომ სამართლადამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა ცუდი ჟესტი არ არის და პირიქით, როცა ასეთი საზარელი მკვლელობა ხდება, საზოგადოების ყველა წევრმა გამოძიებასთან მაქსიმალურად უნდა ითანამშრომლოს, რათა დანაშაული გაიხსნას და ყველა დამანაშავე პასუხისგებაში კანონის სრული დაცვით მიეცეს.

 

ამ ეტაპზე ეს ადამიანები რამე განსაკუთრებული, ახალი ფაქტის ირგვლივ ინფორმაციას ვერ გვაწვდიან. თუმცა, ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, კომისიის სხდომაზე იქ მყოფი ყველა თვითმხილველი დავიბაროთ და მათგან მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივიღოთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ საგამოძიებო კომისიასთან და შსს-სთან ითანამშრომლონ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner