იაპონიაში ძლიერი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობას 134 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 88 ადამიანის ბედი უცნობია.
უგზო-უკვლოდ დაკარგულად 10 ადამიანი ითვლება, კიდევ 78 ადამიანის ადგილსამყოფელის დადასტურება ვერ ხერხდება.
ამასთან, ხიროსიმას პრეფექტურაში დღეს 23 ათასი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც ადიდებული მდინარე სოფელ ფუტიუში სახლებში შევარდა.
იაპონიაში ძლიერი წვიმა გასული კვირის შემდეგ გრძელდება.