logo_geo
eng_logo
ტაილანდში მაშველებმა დატბორილი გამოქვაბულიდან დარჩენილი ოთხი მოზარდისა და მათი მწვრთნელის ევაკუაცია დაიწყეს
- +

10 ივლისი. 2018. 11:19

 

 

ტაილანდში მაშველებმა დატბორილი გამოქვაბულიდან დარჩენილი ოთხი მოზარდისა და მათი 25 წლის მწვრთნელის ევაკუაცია დაიწყეს.

 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 19 მყვინთავისგან შემდგარი ჯგუფი გამოქვაბულში ადგილობრივი დროით 10:08 საათზე შევიდა.

 

„თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, დღეს ოთხივე ბავშვი და მწვრთნელი გამოყვანილი იქნებიან“, - განაცხადა ოპერაციის ხელმძღვანელმა ნარონგსაკ ოსოთხანაკონმა.

 

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის 12 მოზარდი მწვრთნელთან ერთად 23 ივნისს გაუჩინარდა. ისინი 7-კილომეტრიან გამოქვაბულში შევიდნენ, სადაც წყალდიდობის გამო ბლოკირებულები აღმოჩნდნენ. მაშველებმა ისინი მხოლოდ 10 დღის შემდეგ აღმოაჩინეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner