ტაილანდში მაშველებმა დატბორილი გამოქვაბულიდან დარჩენილი ოთხი მოზარდისა და მათი 25 წლის მწვრთნელის ევაკუაცია დაიწყეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 19 მყვინთავისგან შემდგარი ჯგუფი გამოქვაბულში ადგილობრივი დროით 10:08 საათზე შევიდა.
„თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, დღეს ოთხივე ბავშვი და მწვრთნელი გამოყვანილი იქნებიან“, - განაცხადა ოპერაციის ხელმძღვანელმა ნარონგსაკ ოსოთხანაკონმა.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის 12 მოზარდი მწვრთნელთან ერთად 23 ივნისს გაუჩინარდა. ისინი 7-კილომეტრიან გამოქვაბულში შევიდნენ, სადაც წყალდიდობის გამო ბლოკირებულები აღმოჩნდნენ. მაშველებმა ისინი მხოლოდ 10 დღის შემდეგ აღმოაჩინეს.