ქუთაისში დღეს „გვირილობის" დღესასწაული აღინიშნება. ზეიმი დილიდან ბაგრატის ტაძრის ზარების რეკვით დაიწყო, ტაძარში წირვა აღავლინა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ.
ქალაქის ცენტრალურ ბაღში მიმდინარებს ყვავილების ფესტივალი. გამოფენილია ძველი ქუთაისის ამსახველი ფოტომასალა.
კვირის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები.