logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: ზვიად დევდარიანის საქმეზე ინფორმაციის მქონე პირებმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს, მაგრამ...
- +

10 ივლისი. 2018. 13:04

 

 

„მიუხედავად იმისა, რომ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მქონე პირებმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს, შევძელით, დაგვედგინა მსხვერპლები“, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ზვიად დევდარიანის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

 

„როგორც მოგეხსენებათ, გამოძიება ადევნების ფაქტზე 2018 წლის 23 მარტს დაიწყო. დღეის მდგომარეობით ჩატარებულია 40-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება. გამოკითხული და დაკითხულია 21 პირი. გამოკითხვაზე უარის თქმის გამო, რამდენიმე მოწმე მაგისტრატ მოსამართლესთან დაიკითხა. მიუხედავად იმისა, რომ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მქონე პირებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, შევძელით დაგვედგინა მსხვერპლები. 10-მდე პირმა გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია მათ მიმართ განხორციელებული შესაძლო ადევნების, სექსუალური შევიწროვების და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვა დანაშაულის შესახებ. გრძელდება გამოძიება, გამოსაკითხია რამდენიმე პირი, რომლებსაც თავად ზვიად დევდარიანი ასახელებს, რის შემდეგაც მიღებული იქნება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner