logo_geo
eng_logo
ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით 10 პოლიციელს დისციპლინური სახდელი დაეკისრა, 3 კი შსს-დან დაითხოვეს
- +

10 ივლისი. 2018. 13:15

 

 

2018 წელს გენერალური ინსპექციის მიერ ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების საფუძველზე, დისციპლინური სახდელი პოლიციის 10 მოსამსახურეს დაეკისრა.

 

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

 

კერძოდ, მისი განმარტებით, ოჯახურ დანაშაულზე არასათანადო რეაგირების გამო დისციპლინური სახდელი დაეკისრა პოლიციის 4, ხოლო ოჯახური ძალადობის ჩადენის გამო 6 თანამშრომელს, რომელთაგან 3 დათხოვნილი იქნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან.

 

„სამინისტროს შიგნით ძალადობის ეფექტიანი პრევენციისა და ძალადობის განმეორების რისკების თავიდან ასაცილებლად, ცვლილებები განხორციელდა მინისტრის ბრძანებაში, რომლის თანახმად, შემაკავებელი და დამცავი ორდერის გამოცემისთანავე პოლიციის თანამშრომელს ჩამოერთმევა სამსახურებრივი იარაღი“, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner