logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი დაკავებულ მწყემსზე: დაკავებულს ბრალად ედება ამერიკელი მოქალაქეების მკვლელობა
- +

10 ივლისი. 2018. 13:32

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხადას ხეობაში ამერიკული ოჯახის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით წარედგინება, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

„გამოძიების საწყის ეტაპზე ვიმყოფებით. ბრალდებულს ბრალი უნდა წარედგინოს დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათის განმავლობაში. ამ ეტაპზე ის ვერსია, რომელიც გამოძიების მიერ არის დადგენილი, არის ის, რომ გუშინ დაკავებულ პირს ბრალად ედება ამერიკელი მოქალაქეების მკვლელობა. თუმცა გამოძიება გრძელდება, კომპლექსური საქმეა, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები და განსხვავებული შედეგი თუ გამოიკვეთება, ბუნებრივია, ამის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner