მცხეთის პოლიციაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობის საქმეზე მწყემსების გამოკითხვა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, დღეს სულ 3 მწყემსი უნდა დაიკითხოს.
რაც შეეხება მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს, ის მცხეთაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მას სავარაუდოდ, ბრალს დღეს წაუყენებენ.