ბათუმის საქალაქო სასამართლომ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება და ბათუმში სასტუმრო „ველმონდს“, ყოფილ „ლეო გრანდს“ საქმიანობის უფლება შეუჩერა, - ამის შესახებ სასტუმროს იურისტმა კახაბერ წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ადვოკატის თქმით, ისინი სასამართლო პროცესს არ ესწრებოდნენ და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
სასტუმროს შენობის ექსპლუატაციის შეჩერების მოთხოვნით სასამართლოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიმართა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ სასტუმროში, გასული წლის 24 ნოემბერს ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა.