logo_geo
eng_logo
პროკურორი: რამაზ მარგოშვილმა დაადასტურა, რომ სირიაში ჩატაევთან იმყოფებოდა და კონკრეტული დავალებებით დაბრუნდა
- +

10 ივლისი. 2018. 17:05

 

 

„რამაზ მარგოშვილმა აღიარა ჩატაევთან კავშირი და ის, რომ ახმედ ჩატაევს ის პირადი ვალების ამოღებაში ეხმარებოდა“, - ამის შესახებ ტერორისტულ ორგანიზაციაში პირების გაერთიანებისა და ტერორისტული ორგანიზაციებისა და ორგანიზაციის წევრებისთვის ხელშეწყობის საქმის პროკურორმა ნანა ხუნჯუამ განაცხადა. პროკურორის თქმით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა დუმილი დაარღვია და სასამართლოს ჩვენება მისცა. პროკურორის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ჩვენებით მას ბრალი არ უღიარებია, გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება მაინც მოუწია.

 

„რამაზ მარგოშვილმა დაარღვია დუმილი და მისცა სასამართლოს ჩვენება. მიუხედავად იმისა, რომ მარგოშვილი საკუთარი ჩვენებით ბრალდებას არ აღიარებს, ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები იმდენად მყარი იყო, რომ მას მაინც მოუწია გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება. კერძოდ, მან დაადასტურა, რომ კარგად იცნობდა ახმედ ჩატაევს, ასევე დაადასტურა, რომ სირიაში იმყოფებოდა ახმედ ჩატაევთან, საიდანაც დაბრუნდა კონკრეტული დავალებებით, რომელიც მისცა ჩატაევმა, ეხმარებოდა მას პირადი ვალების ამოღებაში და ა.შ.“, - განაცხადა ნანა ხუნჯუამ.

 

პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებული ასევე შეეცადა ბრალდების ერთ-ერთი მოწმის დისკრედიტაციას.

 

„შავლახ ქავთარაშვილთან დაკავშირებით რამაზ მარგოშვილმა სცადა აღნიშნული პირის დისკრედიტაცია, იქიდან გამომდინარე, რომ ამ მოწმემ ბრალდებულის მამხილებელი ჩვენება მისცა სასამართლოს. მარგოშვილმა კონკრეტული არგუმენტების და დასაბუთების გარეშე განაცხადა, რომ ქავთარაშვილი გეგმავდა კონკრეტული დანაშაულების ჩადენას. მან ასევე დაადასტურა ნაცნობობა ბრალდებულ შოაიფ ბორზიევთან და სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულ პირებთან, ასლანბეგ სოლტახმედოვთან და იბრაჰიმ ადაშევთან და ეს ხალხი მასთან სტუმრად იმყოფებოდა პანკისში რამდენიმეჯერ“, - განაცხადა ნანა ხუნჯუამ.

 

სუს-მა ანატიტერორისტული ოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსისა და პანკისის ხეობაში 2017 წლის 21-22 ნოემბერსა და 26 დეკემბერს ჩაატარა. ჩატარებული ოპერაციის შედეგად გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებულ იქნა ახმედ ჩატაევის დაჯგუფების ორი წევრი, თავად ჩატაევმა კი თავი აიფეთქა. სპეცოპერაციის ჩატარებამდე სამართალდამცველებმა დაჯგუფების ერთი წევრი შოაიფ ბორზიევი დააკავეს. მას ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.

 

რაც შეეხება პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციას, სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ტერორიზმში ბრალდებულთა ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირები რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილი, რამაზ მარგოშვილი და ზურაბ გორნაკაშვილი დააკავა. კიდევ ორი პირი ანატოლი ბერძენიშვილი და ზურაბ იდოიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოგვიანებით დააკავა. ყველა მათგანს გამოძიება ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას და რესურსებით უზრუნველყოფას ედავება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner