logo_geo
eng_logo
სოფო ბედია: ყველას ვურჩევ, გაუფრთხილდნენ სხვა მძღოლებსაც და საკუთარ თავსაც!
- +

8 მაისი. 2016. 00:10



მომღერალი სოფო ბედია 2 წელია, მანქანას მართავს. მიიჩნევს, რომ უკვე საკმაოდ მოწესრიგებული და კარგი მძღოლია. საკუთარი ავტომობილი ნისან მურანო" მოსწონს და მის შეცვლაზე ჯერ არ ფიქრობს.

უკვე საკმაოდ თავდაჯერებული მძღოლი ვარ.
მართვის მოწმობა ავიღე  და 2 კვირაში ბათუმში წავედი. შიშის გრძნობა ნამდვილად არ მქონია, უბრალოდ, დაძაბულობას ვგრძნობდი. როცა ფრთხილი, დაკვირვებული და მოწესრიგებული ადამიანი ხარ, რთული არაფერია.
 სისწრაფე მიყვარს, მაგრამ რისკიანი არ ვარ! მხოლოდ ერთხელ დამაჯარიმა პატრულმა სიჩქარის გადაჭარბების გამო.
ვფიქრობ, ადამიანს წინდაუხედავი საქციელი აუცილებლად, სადღაც გადაჩეხს.
წესებს არასდროს ვარღვევ. ჯვარი მწერია და ავარიაში არ მოვყოლილვარ. 
ძალიან მომწონს რენჯროვერი", იქს-6" და პანორამა". ისე კი, მერსედესის" ფანი ვარ. ვფიქრობ, ამ მარკის ავტომობილი გამორჩეულად დახვეწილი და ელეგანტურია...
ყველაფერს მანქანაში ვინახავ. ფეხსაცმელიც მიდევს, სამოსიც და კიდევ ათასი რამ (იღიმის).
მამაკაცები ხშირად მითმობენ გზას, ეს ელემენტარულად, ქალისადმი პატივისცემის გამოხატვაა, სხვა - არაფერი.
ავტომობილი ჩემთვის ყველაფერია!
ვინაიდან კარგად ვუვლი, ისიც ერთგულად მემსახურება, ჯერ არ გავუწბილებივარ.
საკმაოდ კომფორტული მძღოლი ვარ. არავის ვანერვიულებ, დავდივარ მშვიდად.
აცები ცოტა არ იყოს, ეგოისტები არიან. არ მოსწონთ, რომ მანდილოსნებს ყველაფერი კარგად გამოგვდის, მათ შორის - ავტომობილის მართვაც. 
ყველას ვურჩევ, საჭის მართვის დროს მობილური ტელეფონით არ ისაუბრონ. გაუფრთხილდნენ სხვა მძღოლებსაც და საკუთარ თავსაც.
ჩემი ავტომობილის
გაყიდვა, ჯერჯერობით, მენანება. არაფერს ვუჩივი.
ხშირად ვბრაზდები, როცა მძღოლები ნაგლობენ". ჰოდა, ასეთ დროს ჩემთვის ვბურტყუნებ ხოლმე", - ამბობს მომღერალი.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner