სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი აქტიური ქველმოქმედია. ის საკუთარი სახსრებით უანგაროდ ეხმარება გაჭირვებულებს:
„ძილისა და დასვენების დრო თითქმის არ მაქვს.
ღამით ტაქსაობას მანამ გავაგრძელებ, სანამ მდიდარი ადამიანები არ დაინახავენ, რომ ღარიბები ზრუნავენ ერთმანეთზე. ჯერჯერობით ჩემნაირად გაუბედურებული ხალხი მიდგას გვერდით - ისეთები, თვითონ რომ სჭირდებათ დახმარება. ძალიან იშვითად, რომ ვინმე მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელმა იკადროს რამის შემოწირვა.
რამდენიმე დღის წინ ერთმა მითხრა: აუ, თქვენ მაგარი ხელფასი გექნებათ და მეც მიშოვეთ ადგილი თქვენთანო. სად ჩვენთან-მეთქი, ვკითხე. აი, საჭმლის დამრიგებლად და ცოტა საკვებიც დამრჩება ხელფასთან ერთადო", - ამბობს აკა სინჯიკაშვილი
წყარო: „თბილისელები“