მთავარი პროკურორობის კანდიდატის შალვა თადუმაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 6 წლის განმავლობაში იგი პარლამენტში მთავრობას წარმოადგენდა, არც ერთ ოპონენტთან არასდროს პოლიტიკური დებატი არ გაუმართავს, ყოველთვის ასრულებდა პროფესიულ მოვალეობებს და მომავალშიც, მთავარი პროკურორის პოსტის დაკავების შემთხვევაშიც აპირებს მხოლოდ კანონს დაემორჩილოს.
„მიკერძოებულობის ხარისხი უზრუნველყოფილია კონსტიტუციით და გარანტირებულია კანონით. მთავარი პროკურორი დამოუკიდებელია, არანაირი ინტერესი პოლიტიკური, მათ შორის ჩემგან, არ არსებობს გამომდინარე იქედან, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვარ, არ ვარ არც ერთი პარტიის წევრი, არასოდეს ვყოფილვარ არც ერთი პარტიის წევრი, არასოდეს მიმიღია მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას წარმოვადგენდი 6 წლის განმავლობაში პარლამენტში, არასოდეს პოლიტიკური დებატი არ გამიმართავს არც ერთი ოპონენტისთვის. მე ყოველთვის ვასრულებდი კანონით მონიჭებულ ჩემს უფლებებს, ჩემს პროფესიულ მოვალეობებს და მომავალშიც ვაპირებ, თუ გავხდები მთავარი პროკურორი, დავემორჩილო მხოლოდ კანონს და შევასრულო ის მოთხოვნები, რომლებიც საზოგადოებას და კანონმდებლობას მთავარი პროკურორის მიმართ გააჩნია“, -აღნიშნა შალვა თადუმაძემ და აქვე დასძინა, რომ „ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტს, რომელიც წლების განმავლობაში პოლიტიკური თავდასხმის ობიექტია, რთულია შემდეგ საზოგადოების მაღალი ნდობის ხარისხი ჰქონდეს“. თუმცა, თადუმაძე ამბობს, რომ გააჩნია რეფორმების გეგმა, რომლის მიხედვითაც შეძლებს, პროკურატურა ჩამოყალიბდეს სამართლიან, თავდაჯერებულ და ღია სახელმწიფო ინსტიტუტად.
შალვა თადუმაძის განმარტებით, დღეს პროკურატურა პოლიტიზირებული არ არის, ახორციელებს საქმიანობას კანონის შესაბამისად, თუმცა არსებობს პრობლემები და გამოწვევები:
„ბუნებრივია, როდესაც მემკვიდრეობა არის შემდეგი სახის, რომ 52 530 ადამიანი ითხოვს სამართლიანობის აღდგენას პროკურატურისგან, ეს არის ძალიან მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც მთავარი პროკურატურის გამოწვევად რჩება. საქმეები არის მოცულობითი, თავისი შინაარსით უნიკალური, უნდა ინდივიდუალური მიდგომა და არ არის რესურსი იმის, რომ ამდენი საქმე 3-2 წელში გამოიძიოს. ჩემს გეგმაში მაქვს ამ საკითხზე ყურადღება გამახვილებული. ამ საკითხს უნდა კომპლექსური მიდგომა, ამ კომპლექსურ მიდგომაში ვგულისხმობ საქმეების კლასიფიცირებას სხვადასხვა მოთხოვნების მიხედვით და თუ საჭირო იქნება ამ მიმართულებით პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვება“, - შესაბამისი საკანონმდებლო განაცხადა თადუმაძემ „იმედის“ ეთერში.
4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ მთავარი პროკურორობის კანდიდატების წარდგენა. გამოვლენილი 18 კანდიდატიდან შერჩეული და საპროკურორო საბჭოსათვის წარდგენილი კანდიდატების სია ასეთია: ნინო გოგნიაშვილი, შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე .