logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: „ნაცმოძრაობას“ როცა აწყობს, სასამართლო მიკერძოებულია, როცა აწყობს – სამართლიანი!
- +

23 თებერვალი. 2016. 19:09


სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას 50-ათასლარიანი ჯარიმა მოუხსნეს, ასევე უნდა გაუქმდეს ყადაღა დედაქალაქის ყოფილი მერის საცხოვრებელ ბინაზე, რომელიც გირაოს უზრუნველსაყოფად იყო გამოყენებული.


პროკურორი გირაოს შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ბრალდების წარმომადგენლები ითხოვდნენ, ბინა, რომელიც  გირაოსთვის ბანკში ჩაიდო, სახელმწიფო საკუთრებაში გადასულიყო.


უგულავას საქმეზე პროცესი  პირველ მარტს განახლდება.


„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, რომ მისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.


„სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობას" როცა აწყობს, სასამართლო  არის მიკერძოებული,  ექვემდებარება ხელისუფლების დიქტატს და ხელისუფლებისგან იმართება და როცა აწყობს - სამართლიანია. ამ შემთხვევაში როგორ უნდა გავიგოთ? ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება, რადგან პროკურატურამ განაცხადა, რომ საკმაოდ ბევრი მტკიცებულება იყო ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ სასამართლო არ კონტროლდება ხელისუფლების მიერ, იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ ბევრი შემთხვევა, იგივე ბაჩანა ახალაიას და ვანო მერაბიშვილის საქმეზე, როცა მათ მოეხსნათ გარკვეული ბრალდებები", - განაცხადა მჟავანაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას.


მჟავანაძემ პარალელი გაავლო მამუკა ახვლედიანის საქმესთან და აღნიშნა, რომ ეს საკითხიც გარკვეულწილად იმართება „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, ხოლო სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია გამოიწვევს სახელმწიფოს პარალიზებას. „ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილების მიღება სახელმწიფოს ზეწოლის გარეშე მოხდა", -  განაცხადა მჟავანაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner