logo_geo
eng_logo
ლენტეხის მერის ინფორმაციით, ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება
- +

11 ივლისი. 2018. 11:08

 

ლენტეხის მერის ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

 

მისივე ინფორმაციით, ხანძრის გაჩენა, სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

 

ლენტეხში, სოფელ ზესხოში, ტყეში ხანძარია. ამ დროის მონაცემებით, 2.5 ჰა ფართობი დაიწვა.

ცეცხლის ქრობაში ჩართულია 120 მეხანძრე-მაშველი.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner