logo_geo
eng_logo
ვლადიმერ იმნაძე ჭუბერში ჩავიდა
- +

11 ივლისი. 2018. 12:27

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, ჭუბერში, სტიქიის ზონაში ჩავიდა და უწყების წარმომადგენელთან სამეგრელო-ზემო სვანეთში, რევაზ გაბუნიასთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ლევან შონიას და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს სოზარ სუბარს შეხვდა.

 

სტიქიის სალიკვიდაციო შტაბში აღდგენით სამუშაოებზე იმსჯელეს. ვლადიმერ იმნაძემ განაცხადა, რომ ვეტერანები სრულ მზადყოფნაში არიან, საჭიროების შემთხვევაში სტიქიის შედეგების სალიკვიდიაციო სამუშაოებში მონაწილეობა მიიღონ.

 

ჭუბერში სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში 60-ზე მეტი სამშენებლო ტექნიკა მუშაობს. გუშინ ღამით დასრულდა პანელური ხიდის კონსტრუქციის მონტაჟი. ხიდზე სამშენებლო ტექნიკა გაივლის და ინტენსიურ სამუშაოებს ნენსკრას მარცხენა სანაპიროზეც განახორციელებს.

 

5 ივლისს, უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია.

 

ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა გამოიწვია სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდების დაზიანება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner