logo_geo
eng_logo
შსს-ს განცხადება ოზურგეთში ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე
- +

11 ივლისი. 2018. 12:53

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, ოზურგეთში, ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 10 ივლისს, ოზურგეთში, პეტრიწის ქუჩაზე მდგარ „მიცუბისის“ ფირმის ავტომანქანას გაუჩნდა ცეცხლი, რომელიც მალევე იქნა ლიკვიდირებული. ავტომანქანის პირველადი დათვალიერებით, დადგინდა, რომ ავტომანქანის სალონი ნაწილობრივ არის დაზიანებული.

 

მომხდართან დაკავშირებით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები. გამოკითხულია დაზარალებული და ავტომობილს შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner