logo_geo
eng_logo
ლენტეხში ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში ვერტმფრენი ჩაერთვება
- +

11 ივლისი. 2018. 13:00

 

 

„სოფელ ზესხოში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთვება“, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა და მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის რამდენიმე ღია კერის ლიკვიდირება მოახერხეს.

 

„ხანძრის ქრობის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ურთულესი რელიეფის გამო ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის რამდენიმე ღია კერის ლიკვიდირება მოახერხეს. არსებობდა საფრთხე, რომ ცეცხლი მთის ზედა საფარზე გავრცელებულიყო, თუმცა მეხანძრე-მაშველების აქტიური რეაგირების შედეგად ცეცხლი დიდ ფართობზე არ გადასულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე მოახდინა დამატებითი ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზება. ადგილზე მობილიზებულია დამატებითი ჯგუფები თბილისიდან, იმერეთის რეგიონიდან.

 

ცეცხლის ქრობაში ჩართულია 120 მეხანძრე-მაშველი, ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები.

 

ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 2.5 ჰა ფართობი. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner