მესტიაში 23 წლის ბიჭი მოკლეს. მას ჭრილობები, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
„კურიერის“ ინფორმაციით, დამნაშავე ადგილობრივი მკვიდრია, რომლის ვინაობაც სამართალდამცველებისთვის უკვე ცნობილია, ამ ეტაპზე კი მისი სამძებრო ღონისძიებები ხორციელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.