NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NATO-ს სამიტამდე გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ რაც არ უნდა რთული იყოს რუსეთთან დიალოგი, აუცილებელია პროცესის გაგრძელება, რათა რთულ და პრობლემატურ საკითხებზე მოხდეს მსჯელობა.
„ჩვენ რუსეთთან უნდა გავაგრძელოთ ორმაგი მიდგომით ურთიერთობა, ეს არის თავდაცვა და დიალოგი.
ჩვენ ველოდებით აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას მომავალ კვირას. ეს შეხვედრა სრულად ჯდება იმ სტრატეგიაში, რომელიც ალიანსმა აირჩია“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
პუტინთან შეხვედრის დეტალებზე და განსახილველ საკითხებზე NATO-ს გენერალური მდივანი დღეს დილით აშშ-ის პრეზიდენტს ბრიუსელში ესაუბრა.