logo_geo
eng_logo
ჭუბერში დამატებითი ჰუმანიტარული ტვირთი შეიტანეს
- +

11 ივლისი. 2018. 15:16

 

 

ჭუბერში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები ფოთის საკრებულოს წევრებმა და ქალაქის მერმა ჩაიტანეს. ჭუბერს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციები და კერძო სექტორის წარმომადგენლები ეხმარებიან. შემოსულ პროდუქტებს, დაზარალებულ ოჯახებსა და ჭუბერის თემის ყველა ოჯახს  საგანგებო შტაბის წევრები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ურიგებენ.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ფოთის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ჭუბერმა ძალიან დიდი დახმარება მიიღო სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან, რაც დაზარალებული მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია.

 

ჭუბერში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის პროდუქტს, პირველადი მოხმარების ნივთებს და მედიკამენტებს სხავადსხვა ორგანიზაციები აგზავნიან, მათ შორის: თბილისის, ზუგდიდი, ფოთის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, სენაკის, ხობის, მარტვილის და აბაშის მერიები,  ენგურჰესი, „ნენსკრა ჰიდრო“, „გორმედი“, „გალფი“, „ფარმადეპო“ და სხვა.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ჰუმანიტარული დახმარების სახით, შპს „ბერვილი ჯგუფმა“, შპს „აგრიკომმა“ და შპს „ცერერამ“ დაზარალებულ მოსახლეობას 300 ტომარა ხორბლის ფქვილი გადასცეს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner