ჩიკაგოში ამერიკელმა მეცნიერებმა და ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ SELFIE-ის დიდი რაოდენობით გადაღება ადამიანის მენტალურ აშლილობაზე მიუთითებს. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩიკაგოში საკმაოდ დიდი კონფერენცია გაიმართა და ასეთი ტიპის აშლილობას „სელფომანია" უწოდეს. ის შეიძლება ერთგვარი ეგოიზმის ჭრილშიც განვიხილოთ, რადგან „სელფომანია" გულისხმობს საკუთარი თავისთვის გადაღებული ფოტოს სოციალურ ქსელში განთავსებას.
მეცნიერებმა მენტალური აშლილობის სამი ფორმა გამოავლინეს:
„დემოკრატიული სელფომანია" - დღის განმავლობაში მინიმუმ სამჯერ იღებთ ფოტოს, მაგრამ მას სოციალურ ქსელში არ ათავსებთ.
„მწვავე სელფომანია" - დღის განმავლობაში მინიმუმ სამჯერ იღებთ ფოტოს და ყველა მათგანს სოციალურ ქსელებზე ტვირთავთ.
„ქრონიკული სელფომანია" - უკონტროლო სურვილი დღის განმავლობაში რამდენჯერმე გადაიღო ფოტო და მინიმუმ 6 მაინც გაუზიარო სოციალური ქსელის ვირტუალურ მეგობრებს.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, პირველი სელფი-ნახატი 1524 წელით თარიღდება. ფრანჩესკო პარმიჟანინომ, 21 წლის იტალიელმა მხატვარმა, სარკის დახმარებით ავტოპორტრეტი დახატა, რომელიც შემდგომ რომის პაპს აჩუქა.
პირველი ფოტოსელფი კი რობერტ კორნელიუსს ეკუთვნის. ამერიკელმა ფოტოგრაფმა 1839 წელს საკუთარ თავს ფოტოები გადაუღო.
თანამედროვე სელფის ისტორია კი 2000 წელს დაიწყო, როცა იაპონელებმა ორკამერიანი ტელეფონი გამოიგონეს.
SELFIE დღითი დღე უფრო და უფრო აქტუალური ხდება.