ჭუბერში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო, გაწმენდით სამუშაოებსა და ჰუმანიტარული ტვირთის დარიგების პროცესში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს მოხალისეები იმერეთიდან შეუერთდნენ.
ახალგაზრდებმა მდინარე ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე მდებარე საცხოვრებელი სახლები და ეზოები, ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან სოზარ სუბართან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასთან ერთად დაასუფთავეს.
5 ივლისს, ჭუბერის ხეობაში მდინარე ნენსკრას ადიდებამ რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა, დაინგრა სახლები, გზები და ხიდები. ამ წუთებამდე სტიქიასთან საბრძოლველად სახელმწიფო ყველა არსებულ რესურს იყენებს.