logo_geo
eng_logo
„მკვლელობის დროს მალხაზ კობაური ნასვამი იყო“ - პროკურორი ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაზე
- +

11 ივლისი. 2018. 17:12

 

 

 

პროკურორ დავით ყაზარაშვილის განცხადებით, სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებულმა მალხაზ კობაურმა სამართალდამცველებს მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი თავად აპოვნინა.

 

პროკურორის განცხადებით, უშუალოდ ბრალდებულმა მიუთითა პოლიციელებს ის ადგილი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი და სხვადასხვა ნივთი გადამალა.

 

„უშუალოდ მალხაზ კობაურმა მიუთითა ის ადგილი, სადაც გადამალული ჰქონდა მცირეწლოვანი ბავშვის გვამი და სხვადასხვა ნივთი, რომელიც ნანახი იყო ხადას ხეობაში. დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რომ თითქოს ბრალდებულს ვინმემ დააძალა, ოჯახის წევრებზე რაიმე სახის ძალადობის განხორციელების მუქარით, რომ დაებრალებინა დანაშაული. თუმცა აღსანიშნავია, რომ მალხაზ კობაურმა ისეთ დეტალებზე ისაუბრა გამოძიებასთან, რომელიც შეუძლებელია იცოდეს პირმა, თუ ის ადგილზე არ იმყოფებოდა და უშულოდ არ ჩადიოდა დანაშაულს. კერძოდ, თუ როგორ მოკლა მამაკაცი, რომელსაც ჯერ ზურგში ესროლა და შემდეგ თავში, შემდგომ როგორ ესროლა ბავშვს, როგორ გამოეკიდა დედას და ა.შ. ეს ყველა დეტალი შეუძლებელია იცოდეს იმ ადამიaნმა, ვინც უშუალოდ არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და ვინც არ ახორციელებდა ყოველივე ზემოაღნიშნულს, მითუმეტეს, რომ მას გააჩნდა ამის საშუალება, ჰქონდა თოფი და იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

 

ამასთან, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, რომ ბრალდებულთან მიმართებაში განხორციელდა ფარული საგამოძიებო ღონისძიება და ამ დროს მალხაზ კობაურმა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის თანამშრომელთან იმ დეტალებზე ისაუბრა, რომელიც მის მიერ დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner