ბრიუსელში, NATO-ს ახალ შტაბ-ბინაში, NATO-ს სამიტის გახსნის ცერემონია დაიწყო. გახსნის საზეიმო ცერემონიას NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერები ესწრებიან.
დამსწრე საზოგადოებას NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიმართა.
„ჩვენ უსაფრთხოებისა და მშვიდობის პერიოდი გვაქვს. ჩვენ აქ დღეს შევიკრიბეთ, რათა მომავალმა თაობებმა ისარგებლონ უსაფრთხოებითა და მშვიდობით. ჩვენი წარმატება ერთიანობაშია“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.