პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილე მსახიობი ჯანო იზორია პროექტში მისი დატვირთვის შესახებ საუბრობს:
„ძალასა და ენერგიას არასოდეს ვიშურებ, შინაგანად და სულიერად არ ვიღლები, მაგრამ ბუნებრივია, ზოგჯერ გული და კუნთი იღლება.
მანამდეც და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პროექტი დაიწყო, ბევრ ადგილას მიწევს მისვლა.
მანქანა არ მყავს, ძირითადად ფეხით დავდივარ. მოტოციკლი ფოთში მყავს დატოვებული და თბილისში მეტროთი გადავაადგილდები. უნდა ნახოთ, მეტროშიც კი გულში ვითვლი და ცეკვის ილეთებს ჯიბეში ხელჩაყოფილი, ფარულად ვასრულებ.
დაღლილობისგან ორჯერ ჩამეძინა, მგზავრებმა გამაღვიძეს,- ბოლო გაჩერებააო.
უჟმური სახით კიარ გავახილე თვალი, პირიქით, გამეღიმა, რომ უსაქმურობისგან კი არა, დაღლილობისგან ჩამეძინა და ეს ძალზე სასიამოვნოა", - ამბობს მსახიობი.
წყარო: „გზა“