logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: „ისინი ეწევიან არასრულწლოვან ქართველ ბავშვთა პროსტიტუციას!“
- +

8 მაისი. 2016. 02:58

 

 

„უცხოეთიდან ჩამოსული რელიგიური ფანატიკოსები ეწევიან ანტიქართულ პროპაგანდას, ამტკიცებენ რომ 3-4 წელიწადში რამდენიმე უბანი მათი გახდება"- მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი შსს-ს აღმაშენებლის გამზირზე განლაგებული ბარებსა და სხვა დაწესებულებებში არსებული სიტუაციით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. 

 

 

„ჩემმა ლაზმა მეგობრებმა(რომელთაც ოფისი აქვთ "პლეხანოვზე") საგულისხმო ინფორმაცია მომაწოდეს. მთელი აღმაშენებლის გამზირი ანუ "პლეხანოვი" ოკუპირებული აქვთ ერაყელებს, სირიელებს, აფრიკელებს, არაბებს, თურქებს. ისინი ეწევიან არასრულწლოვან ქართველ ბავშვთა პროსტიტუციას, ე.წ.ჩილიმ-ბარებში ყიდიან ნარკოტიკებს, კომპოზიტორთა სახლის პირველ სართულზე გახსნილი აქვთ დიდი ბორდელი, სადაც 16-17 წლის ბავშვებს ამუშავებენ, ღამე აუპატიურებენ ქალებს, ჯგუფურად ხვდებიან ახალგაზრდა ბიჭებს და უმოწყალოდ ცემენ, მომხდარა რამდენიმე მძიმე დაჭრის ფაქტიც , ეს ყველაფერი იმალება და არ ხმაურდება.



გადაწყვეტილი აქვთ ე.წ.რეზერვაციის მსგავსი უბნის შექმნა, სადაც ქართველს გავლა შეეშინდება.


უცხოეთიდან ჩამოსული რელიგიური ფანატიკოსები ეწევიან ანტიქართულ პროპაგანდას, ამტკიცებენ რომ 3-4 წელიწადში რამდენიმე უბანი მათი გახდება. აქვთ ცეცხლსასროლი იარაღებიც და ა.შ.


ყველაფერი ხდება ორგანიზებულად, შექმნილი აქვთ ე.წ.საძმოების მსგავსი ორგანიზაციები, რომლებიც სრულ კოორდინაციაში არიან ერთმანეთთან, აქვთ ოფისებიც სადაც იკრიბებიან და გეგმებს სახავენ. ერთმა თურქმა მეგობარმა ისიც მითხრა, რომ ქართველებს ჭკუა არ გაქვთ? ვერ ხვდებით ქალაქის ცენტრში ამხელა ტერიტორია ფაქტობრივად ოკუპირებულიაო.



მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაიწყოს კომპოზიტორთა სახლიდან და ალაგმოს ყველა ის კანონსაწინააღმდეგო ბარი, კლუბი თუ ოფისი, რომელიც განლაგებულია აღმაშენებლის გამზირზე, ყველა უკანონოდ მყოფ პირს გაუკეთოს მყისიერი დეპორტაცია, ხოლო შესაბამისმა სამთავრობო უწყებებმა უკიდურესად გაამკაცრონ საემიგრაციო კანონი აფრიკის და აზიის ქვეყნების მოქალაქეებისთვის"- აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner