logo_geo
eng_logo
რუსეთში 25,1 ათასი ტონა სასანქციო საკვები პროდუქტი გაანადგურეს
- +

11 ივლისი. 2018. 21:27

 

 

დასავლეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, რუსეთში 25,1 ათასი ტონა სასანქციო საკვები პროდუქტი გაანადგურეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სანიტარული სამსახური „როსსელხოზნადზორი“ ავრცელებს.

 

სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის აგვისტოდან 2018 წლის 9 ივლისამდე საზღვარზე დააკავეს 25, 377  ათასი ტონა აკრძალული პროდუქცია, საიდანაც 25,089 ათასი ტონა გაანადგურეს.

 

დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სნქციების საპასუხოდ, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2015 წლის აგვისტოში მოსკოვმა კონტრსანქციები დააწესა და დასავლური ქვეყნებიდან მცენარეული და ცხოველური პროდუქტების იმპორტი აკრძალა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner