logo_geo
eng_logo
მთავარი პროკურორობის კანდიდატმა საპროკურორო საბჭოს სხდომაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა
- +

11 ივლისი. 2018. 22:57

 

 

რა ხარვეზებს ხედავს ის პროკურატურაში, შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ ეს არის ნდობის დაბალი ხარისხი და სამართლიანობის აღდგენის დიდი მოლოდინის ვერ უზრუნველყოფა.

 

ამასთან, თადუმაძემ ხარვეზების გამოსწორების გზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროკურატურა უნდა ჩამოყალიბდეს სამართლიან ინსტიტუტად, რაც გულისხმობს შიდა და გარე ურთიერთობებში სამართლიან დამოკიდებულებას და კანონის უზენაესობის შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას.

 

„როდესაც კანონის უზენაეს გადაწყვეტილებების მიმღებია პროკურორი მერე უკვე არსებობს მეორე საკითხი-ის, რომ პროკურატურა იქნება თავდაჯერებული.

 

თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, პროკურორი არ ეწევა საქმიანობას, რომელიც უნდა დამალოს. თუ რაიმე დასამალია, კანონში წერია, რომ არის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ან საქმეს აქვს საიდუმლო გრიფი. დანარჩენი ყველა გადაწყვეტილება არის კანონის შესაბამისი და არის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, თუ კანონი არ კრძალავს ამის გასაჯაროებას, პროკურორი არის თავდაჯერებული და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ მქონდა მტკიცებულებები და ვმოქმედებდი ამ კანონმდებლობის შესაბამისად, რითაც შემდეგ უზრუნველყოფს მესამე საკითხს, რაზეც ვამახვილებ ყურადღებას, მათ შორის დაზარალებულებთან და მოწმეებთან ურთიერთობის ფარგლებში“,- აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

 

მისივე თქმით, პროკურორს თავდაჯერებულობას მატებს განგრძობადი განათლების სისტემა, სამართლიანი შეფასების სისტემა და თითოეული პროკურორის მონაწილეობა მმართველობაში.

 

„მაშინ, როდესაც ვამბობ, რომ კონფერენციამ განსაზღვროს, რა პოლიტიკით ხელმძღვანელობს შემდგომი 6 წელი საქართველოს პროკურატურა, პროკურორმა იცის, რა მოტივაცია აქვს, რა მიზანი აქვს და რა საქმიანობები უნდა განახორციელოს და ამასთან ერთად, მმართველობამაც იცის, რაზე უნდა მოსთხოვოს მის ქვემდგომს პასუხისმგებლობა, იმიტომ, რომ ყველასთვის ცნობილია საქმიანობის ის წესები, რომელზეც შევთანხმდებით. ამიტომ, მიმაჩნია, რომ კომპლექსური მიდგომები, თუ ესეთი თანმიმდევრული ღონისძიებები განხორციელდება , მიზანი მიღწეული იქნება და პრობლემები, რაც გარედან ჩანს, უზრუნველყოფს საზოგადოების ნდობის მაღალ ხარისხს და სამართლიანობის განცდის დამკვიდრებას სახელმწიფოში“,- განაცხადა შალვა თადუმაძემ საპროკურორო საბჭოს წინაშე შესარჩევ ეტაპზე სიტყვით გამოსვლისას.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner