logo_geo
eng_logo
ზურა ნიჟარაძე: შვედეთში სოდომი და გომორი ვნახე!
- +

8 მაისი. 2016. 03:08



მსახიობი ზურა ნიჟარაძე ხშირად მოგზაურობს. ყოფილა შემთხვევები, როცა სპონტანურად დაუტოვებია საქართველო, მაგალითად, პირდაპირ რესტორნიდან, ქეიფის შემდეგ.

 


ჟურნალ „სარკესთან" ინტერვიუში, მსახიობი უცხოეთში ადგილობრივ გასართობ ადგილებსა და ღირსშესანიშნაობებზე საუბრობს:



„ყველა ქვეყანას თავისი ხიბლი აქვს და რთულია, რომელიმე მათგანი გამოვყო. თუმცა ირლანდიაში ისეთი ადგილი ვნახე, დღესაც შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. მეგონა, კომპიუტერულ გრაფიკას ვუყურებდი. ასეთი ოკეანე და დიდი კლდეები ფილმშიც არ მინახავს.

 


ევროპელებმა მოლხენა კარგად იციან. მოწყენილი სახე არცერთ ევროპულ ქვეყანაში მინახავს.
შვედეთში პარასკევსა და შაბათს ჩვეულებრივი სოდომი და გომორი ვნახე. კვირის დასასრულს ვინ რას აკეთებს, ვინ ვის კოცნის, ვინ სად შარდავს, ვერ მიხვდებით.ორშაბათიდან  კი ვერც იფიქრებთ, რომ იქ ვინმე ცხოვრობს. სამუშაო დღეებში ისეთი სიმშვიდე და სიცარიელეა, ქალაქი მიტოვებული გეგონებათ",
- ამბობს მსახიობი.


 

წყარო: „სარკე“

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner