ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ნახევარფინალურ შეხვედრაში ხორვატიის ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
მატჩში პირველი გოლი მე-5 წუთზე ინგლისელმა ფეხბურთელმა კირან ტრიპიერმა გაიტანა. ხორვატებმა ანგარიში 68-ე წუთზე გაათანაბრეს. გოლის ავტორი ივან პერისიჩი გახდა.
გადამწყვეტი გოლი დამატებით დროში მარიო მანჯუკიჩმა გაიტანა.
ჩემპიონატის ფინალში ხორვატია საფრანგეთს დაუპირისპირდება, რომელმაც ბელგია დაამარცხა.
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა რუსეთში სტარტი 14 ივნისს აიღო. მუნდიალის ფინალი 15 ივლისს მოსკოვში გაიმართება.
საფეხბურთო მატჩების განრიგს და ანგარიშების შესახებ ყველა სიახლეს შეგიძლიათ გაეცნოთ ერთ გვერდზე.