logo_geo
eng_logo
ლიკა ღუღუნიშვილი: მწერენ, შენ და ჩოპრა კარგი წყვილი ხართო
- +

8 მაისი. 2016. 03:10

 


„ცეკვავენ ვარსკვლავების"
ერთ- ერთი კაშკაშა კონკურსანტი ინდოელი მსახიობი გორავ ჩოპრაა.
მას პროექტის დაწყებამდეც ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა საქართველოში.
მსახიობის მეწყვილე ლიკა ღუღუნიშვილი გახლავთ. მათ ბევრი წარმატებული ნომერი აჩვენეს მაყურებელს.
ბუნებრივია, წყვილის გარშემო ხმაურია ატეხილი. ლიკა ღუღუნიშვილი ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს სცემს:

„როდესაც მითხრეს, შენი მეწყვილე გორავ ჩოპრა იქნებაო, ჩემთვის მოულოდნელი იყო. ამ ფაქტმა გამახარა, რადგან საქართველოში მართლაც ბევრი ფანი ჰყავს. ბებიაჩემი გამწარებული უყურებს სერიალს, სადაც გორავი თამაშობს. მასზე მწირი ინფორმაცია მქონდა.
როგორც გორავი აღნიშნავს, რთული ხასიათი აქვს, მაგრამ ეს ჩემთან არ გამოუვლენია. ცდილობს, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდეს. ისე გამოვიდა, რომ ცეკვას აქეთ მასწავლის.
ინდურ ცეკვებთან შეხება ადრე არასოდეს მქონია.
მას ძალიან მოსწონს ქართული სამზარეულო.
გორავმა ყველას შეგვაყვარა თავი. საყვარელი, კეთილი და თბილი ადამიანია.
ვინც არ იცის, რომ გათხოვილი ვარ, „ფეისბუქზე" მწერენ, შენ და გორავ ჩოპრა კარგი წყვილი ხართო. ყველას ვეუბნები, თავი დამანებეთ, ქმარი და ორი შვილი მყავს- მეთქი. ღმერთმა დამიფაროს ოჯახის დანგრევისგან!
საქართველოში ცოტა ცუდი ტენდენციაა, ცოლის ცეკვა და ტრუსის გამოჩენა ზოგს სისულელედ ეჩვენება. საბედნიეროდ, ისეთი ქმარი მყავს, ყველაფერში გვერდში მიდგას და მეხმარება",
- ამბობს ლიკა ღუღუნიშვილი

 

 

 

 

 

წყარო: „სარკე“

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner