ნიუ-იორკში კიდევ ერთხელ გაშალეს წითელი ხალიჩა. ამჯერად მსოფლიო დონის ვარსკვლავებს მეტროპოლიტენის მუზეუმმა უმასპინძლა, სადაც ყოველწლიური გალა საღამო გაიმართა.
მოდა ტექნოლოგიების საუკუნეში - ამ სახელწოდების გამოფენა საპატიო სტუმრებისთვის ხელოვნების მუზეუმმა კომპანია apple-ს მხარდაჭერით მოაწყო. ექსპოზიციის დათვალიერების შემდეგ, ჰოლივუდისა და შოუბიზნესის ვარსკვლავებისთვის წვეულებაც გაიმართა.
მეტროპოლიტენ გალა ტრადიციულად ყოველი წლის მაისის პირველ ორშაბათს იმართება და მას, როგორც წესი, გაცილებით მეტი ვარსკვლავი ესწრება, ვიდრე „ოსკარისა" ან „ოქროს გლობუსის" დაჯილდოების ცერემონიებს.