14-15 ივლისს ქალაქ თელავში, ვახვახიშვილების კოშკის კულტურის ცენტრში, გაიმართება ნაქარგების გამოფენა. აღნიშნულთან დაკავშირებით მქარგველთა ჯგუფის ადმინისტრატორი ნინო მდინარაძე განცხადებას ავრცელებს:
„2018 წლის 3 თებერვალი დაწესდა საქართველოს მქარგველთა დღედ. შეიქმნა საკუთარი ლოგო. სწორედ ამ დღეს გადაწყდა, აქტიურად ჩავრთულიყავით ამ ულამაზესი დარგის პოპულარიზებაში.
გვსურს, საზოგადოებას გავაცნოთ ის ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ქმნიან შედევრებს. ჩვენი მიზანია გამოფენების მოწყობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. ჩვენი ჯგუფი მუდმივად მზადაა, მიიღოს ახალი წევრები, რათა ერთად შევძლოთ ხელოვნების ამ დარგის პოპულარიზება.
ჯგუფი გეგმავს დამეგობრებას სხვადასხვა ქვეყნების მქარგველთა საზოგადოებასთან“, - აცხადებს მდინარაძე.
გამოფენაში მონაწილეობენ:
გამოფენაზე დასწრება არის უფასო.