logo_geo
eng_logo
რას უფრთხილდება მთელი ცხოვრება თემურ ჩხეიძე?...
- +

8 მაისი. 2016. 03:26



„პალიტრა
tv"-ს ბლიც-კითხვებს რეჟისორი თემურ ჩხეიძე პასუხობს:

ბედისწერა არის...
- ჩვენ, როდესაც უსუსურები ვართ და არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, თავს ვირწმუნებთ, რომ ეს ბედისწერაა და სხვანაირად არ მოხდებოდა.

დრამა, თუ კომედია?
-ჩეხოვს ნათქვამი აქვს, ყველა ძაღლი თავის ხმაზე ყეფსო. მე ეტყობა, დრამისკენ უფრო ვიხრები. თუმცა არ გამოვარჩევ არცერთს, რა თქმა უნდა, ორივე აუცილებელია.

ბავშვობაში მინდოდა...
-ძალიან მინდოდა, გამეყიდა ნავთი, იმიტომ რომ, ქუჩის დასაწყისში ნავთის გამყიდველი ავზიდან იღებდა ჭურჭლით ნავთს და მყიდველებისთვის განკუთვნილ ბიდონებში, ამ ვიწრო ჭურჭლით სიმაღლიდან ბიდონის ვიწრო ყელში ნავთს ისე ასხამდა, წვეთს არ კარგავდა. ასე მინდოდა ჩამესხა მეც.

მოვლენა, რომელმაც შემცვალა...
-ძირეული შეცვლა, ალბათ არ ხდება. გცვლის ახლობლების წასვლა ამქვეყნიდან.

რა არის დრო?
-მთელი ცხოვრება ცდილობ დროის მოფრთხილებას და მისგან მაქსიმუმის აღებას, მაგრამ მთელი ცხოვრება ხვდები, რომ ამაოდ აკეთებ ამას.

ვნანობ...
-დრო რომ დაბრუნდეს, ყველაფერს ისევ ისე გავაკეთებ, როგორც თავის დროზე, იმიტომ რომ ეს მე ვარ. არის საქციელი, რომელიც,თავის დროზე, ვერ მივხვდი, რომ შეცდომა იყო და ვფიქრობ, რამ გამაკეთებინა.

მეგონა, რომ...
-ისე წავალ მალე ამქვეყნიდან, რომ უამრავ რამეზე პასუხი არ მაქვს. მე მეგონა, რომ ჩემს ასაკში მექნებოდა პასუხები.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner