logo_geo
eng_logo
ლეგენდარული „ქართული ხმებისა“ და თბილისის მერიის „ბიგ-ბენდის“ ერთობლივი ტურნე საქართველოში
- +

12 ივლისი. 2018. 12:19

 

 

თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ ბენდი“ ანსამბლ „ქართულ ხმებთან“ ერთად საქართველოს მასშტაბით ტურნეს ატარებს.

 

„ბიგ ბენდისა“ და ანსამბლ „ქართული ხმების“  ერთობლივი ტურნე პროექტ „Check in Georgia“-ს ფარგლებში 30 ივნისს, ახალციხეში დაიწყო და საქართველოს სხვა ქალაქებში გრძელდება.  კონცერტი აერთიანებს ქართული ფოლკლორის, ქალაქური სიმღერების, ქართული საესტრადო და მსოფლიო ჰიტების საუკეთესო ნიმუშებს. პროექტი მოიცავს  კონცერტებისა და ღონისძიებების სერიას, რომლის ძირითადი ამოცანა რეგიონების გამოცოცხლება და  საქართველოს ცნობადობის გაზრდაა.

 

უკვე ჩატარდა  კონცერტები: 30 ივნისს - ახალციხეში; 1 ივლისს - ბორჯომში; 7 ივლისს - ლაგოდეხში; 8 ივლისს -თელავში.

 

ხვალიდან  მუსიკოსები დასავლეთ საქართველოს ესტუმრებიან, დაგეგმილია ღონისძიებები: 13 ივლისი - ზუგდიდი; 15 ივლისი - მესტია; 16 ივლისი - ფოთი; 17 ივლისი - ბათუმი; 18 ივლისი - ჩოხატაური; 19 ივლისი - ქუთაისი; 20 ივლისი - ჭიათურა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner