logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: კახა კახიშვილისთვის უფრო მეტს გავიმეტებდი
- +

12 ივლისი. 2018. 13:05

 

 

„გასრულდა ესე ამბავი მთავრობის ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებისა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მიხეილ ბატიაშვილი; ფინანსთა მინისტრი იქნება ივანე მაჭავარიანი; ეკონომიკის მინისტრი - გიორგი ქობულია“, - ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი წერს და შემდეგი სახის განცხადებას ავრცელებს.

 

„პოსტები შეინარჩუნეს საგარეო საქმეთა მინისტრმა  დავით ზალკალიანმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

ამ ამბებში ყველაზე დიდი ინტრიგა მაინც გიორგი კვირიკაშვილის წასვლა და მამუკა ბახტაძის მოსვლა გახლდათ, ღმერთმა ქნას, ამ ახალგაზრდა კაცმა შეძლოს იმის გაკეთება, რასაც ლაპარაკობს.

 

რაც მთავარია, ქვეყანას ჰყავს ახალი მთავარი პროკურორი. არ აქვს მნიშვნელობა, შალვა თადუმაძის შვილის ნათლია თეა წულუკიანია თუ სხვა ვინმე, ჩემი აზრით, მან კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა დააყენოს თავის „მატორზე“ საპროკურორო სისტემა, ის „ქართული ოცნების“ ძველი გვარდიის წარმომადგენელია. ვნახოთ, რა შეუძლია და რაზეა წამსვლელი, ამას ორ-სამ თვეში დავინახავთ.

 

და ბოლოს, ერთი, ცოტა არ იყოს, უცნაური გადაწყვეტილების შესახებ: მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა კახა კახიშვილი, ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი, ერთ-ერთი არდასაკარგი კადრი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, წარმატებული იქნება ყველა სფეროში. მე პირადად მისთვის უფრო მეტს გავიმეტებდი, მაგრამ რაკი მთლად უსაქმოდ არ დატოვეს, მაინც არაუშავს... ვფიქრობ, ადმინისტრაციის უფროსობა მისთვის დროებითი თანამდებობაა და უახლოეს პერიოდში რომელიმე სერიოზულ სამინისტროს ჩააბარებენ. წარმატებებს ვუსურვებ კახიშვილსაც და განახლებულ მთავრობასაც, რაც უფრო კარგად იმუშავებენ, ჩვენი ხეირი იქნება“, - აცხადებს გელა ზედელაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner