შამანი, წინასწარმეტყველი - ასე ეძახდნენ მას სიცოცხლეში. გარდაცვალების შემდეგ, ზოგი ღმერთად თვლის, სხვებისთვის კი კვლავ არანორმალურ ნარკომანად რჩება.
ჯიმ მორისონი 1943 წელს მელბურნში, ფლორიდაში, ადმირალ ჯორჯ სტეფან მორისონის და კლარა კლარკ მორისონის ოჯახში დაიბადა.
ჯიმმა თავის ბავშვობის ნახევარი სან-დიეგოში გაატარა, დაამთავრა ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის სკოლა.
1964 წელს მორისონი კალიფორნიის უნივერსიტეტში კინემატოგრაფიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ დატოვა კოლეჯი. ამის შემდეგ მან ჰიპური ცხოვრება დაიწყო, დაუმეგობრდა რეი მანზარეკს და უკვე მასთან ერთად შექმნა როკ-ჯგუფი „დორსი".
„დორსი" შედგებოდა 4 წევრისგან: ჯიმ მორისონი(ვოკალი), რეი მანზარეკი(ელექტროპიანო და ორღანი), ჯონ დენსმორი(დრამი), რობი კრიგერი(გიტარა).
1966 წლის ივნისში „დორსი" უკვე უკრავდა რამდენიმე ცნობილ ბარში. „დორსის" ჰიტი „Light my fire" გახდა ფანების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სიმღერა. 1969 წლისთვის მომღერალმა გადაწყვიტა, შეეცვალა თავისი გამოსვლები. მორისონმა წონაში მოიმატა, წვერი მოუშვა და ჩაცმულობის სხვა სტილზე გადავიდა. მეორე ალბომის გამოშვების შემდეგ „დორსი" ამერიკაში ყველაზე პოპულარული როკ-ჯგუფი გახდა.
1969 წლის კონცერტზე მაიამიში, მთვრალმა მორისონმა სცენაზე გინება დაიწყო. მაიამის პოლიციამ ის კონცერტის დასრულების შემდეგ დააკავა. მორისონის გამო ჯგუფის ბევრი კონცერტი ჩაიშალა.
მორისონი მთავარი თეზისი, რომელსაც ხაზს უსვამდა თავის სიმღერებში, რეალობასთან დაპირისპირებაა, რასაც მარტივად ხსნიდა.
„ადამიანებს ეშინიათ საკუთარი თავის, საკუთარი რეალობის განსაკუთრებით. ჩემი ერთადერთი მეგობარი დასასრულია, მისი არ უნდა გვეშინოდეს, არ უნდა გვეჩვენებოდეს საშიშად".
1971 წლის 3 ივლისს 27 წლის ასაკში მორისონი, ოფიციალური ვერსიით, გულის შეტევით გარდაიცვალა.
ჯიმ მორისონის გარდაცვალების შემდეგ შეიქმნა ფილმი „დორსზე". ფილმში ასახულია მორისონის ცხოვრება.