გიყვართ ძველი ნივთების შეგროვება და შენახვა? ან ბევრი რამ შემორჩა თქვენს სახლს წინაპრებისგან? სიძველე, ანტიკვარიატი ძალიან ძვირფასი და დასაფასებელია, მაგრამ არსებობს ნივთები, რომელთა სახლში გაჩერებაც თურმე არ შეიძლება - საუბარია გაფუჭებულ, დაზიანებულ ან მწყობრიდან გამოსულ ნივთებზე. რელიკვიამ შეიძლება ცუდი სამსახურიც გაგიწიოთ. პარაფსიქოლოგების, ასტროლოგებისა და ასევე ხალხური გამოცდილება რომ გავაერთიანოთ, ასეთ სურათს მივიღებთ - იმ ნივთების „შავი სია", რომლის სახლში გაჩერებასაც ეზოთერიკოსები კატეგორიულად კრძალავენ.
1. დახეული, ძველი ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი - იგი თქვენთან სიახლეების მოსვლას ბლოკავს.
2. დაბზარული ჭურჭელი - ოჯახურ ცხოვრებაში პრობლემებს და სიცივეს იზიდავს.
3. გატეხილი სარკე - ერთ-ერთი საშიში საბუდარია ყოველგვარი სახის „შავი ენერგეტიკის" დასაფუძნებლად.
4. საჩუქრები, რომელთა მჩუქებელის მიმართაც ნეგატიური დამოკიდებულება გაგაჩნიათ. ამიტომ რაც არ უნდა ძვირადღირებული იყოს ამგვარი ნივთი, სასწრაფოდ მოიშორეთ თავიდან - საუკეთესო ვარიანტია, გააჩუქოთ ისინი.
5. ნახატები თქვენთვის უცნობი ადამიანების პორტრეტებით - თუკი ტილოზე ასახული ადამიანის შესახებ არაფერი იცით, სასურველია, ამგვარი ნამუშევარი სასწრაფოდ მოიცილოთ თავიდან.
6. ნახატები ცხოველების ან ნადირობის ამსახველი სცენებით. აგრესიას და კონფლიქტებს იზიდავს სახლში.
7. ნივთები ნეგატიური წარსულით - ყიდვის პროცესში თუ ცუდ განწყობაზე იყავით, იძულებით გაყიდვინეს იგი და ა.შ.
8. ნიღბები - ერთობ ნეგატიური ატრიბუტია, ის არღვევს ადამიანში სულიერ წონასწორობას.
9. ანტიკვარული ნივთები გაურკვეველი წარსულით - ბებიის ან დიდი ბებიის დანატოვარი, ნაყიდი ან ნაჩუქარი. თუკი არ იცით ნივთის წარსული, აჯობებს, მოიშოროთ იგი თავიდან.
10. ავეჯი მახვილი კუთხეებით - ეზოთერიკოსებს მიაჩნიათ, რომ ისინი სივრცეს „ჭრიან" ნაკუწებად, იწვევენ კონფლიქტებს და ჩხუბს.
11. ე.წ. „ხვიარა" ტიპის მცენარეები - ეზოთერულად, ამგვარი მცენარეები ოჯახში სხვადასხვა ტიპის ავადმყოფობას იზიდავს. ამასთანავე მას მიაწერენ ქალებში შინაბერობისკენ მიდრეკილებას - „ბედის ჩამკეტის" ფუნქციას.
12. ქვები და კენჭები გაურკვეველი წარმოშობის ადგილებიდან. განსაკუთრებით ნეგატიურია, თუ იგი წამოღებულია ნანგრევებიდან, რომელიმე ისტორიული ძეგლის მიდამოებში.
წყარო: www.shin.ge