logo_geo
eng_logo
ექსტრემი, ადრენალინი და რისკი ეხმარება ადამიანს, გათავისუფლდნენ უარყოფითი ენერგიისგან!
- +

8 მაისი. 2016. 03:41



აღფრთოვანება, რომ შენ ეს შეგიძლია, ფრთებს რომ შეგასხამს და შეგამსუბუქებს, გული წუთში ათასჯერ რომ შეგიქანდება, ან საერთოდ ვეღარ გრძნობ, უზომო სიამოვნება იმის განცდითმ რომ შენ ეს შეგიძლია...


როუფ-ჯანფინგი ექსტრემალური ჰობის სახეობაა, რომელიც ადრენალინის გამოყოფის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ამ ექსტრემალური ჰობის მოყვარულები მაღალი ობიექტებიდან ალპინისტური მოწყობილობების მეშვეობით ხტებიან და თავისუფალი ვარდნისგან იღებენ სიამოვნებას.


როუფ-ჯამფინგის გამომგონებლად ითვლება ამერიკელი მთამსვლელი დენ ოსმანი. 1989 წელს დენი ცდილობდა, კლდის რთულად გასასვლელი მონაკვეთები გადაელახა, მაგრამ ერთმანეთის მიყოლებით ვარდებოდა და დამცავ თოკზე ეკიდებოდა.


შიშის მიზეზი, რომელსაც ბევრი მთამსვლელი ეჯახება, სიმაღლიდან მოულოდნელი ჩავარდნაა. დენმა გადაწყვიტა, დაეძლია ეს შიში და დაიწყო კლდიდან სპეციალურად ხტომა დამცავი თოკის საშუალებით. სიმაღლეს თანდათან უმატებდა და უმატებდა. ნელ-ნელა შიშთან ბრძოლა აბსოლუტურად ახალ, ექსტრემალური ჰობის სახეობად იქცა და სახელად როუფ-ჯამფინგი ეწოდა.


1998 წელს  დენმა  გადაწყვიტა 300 მეტრის სიმაღლიდან გადმოხტომა. თოკი მიწიდან 30 მეტრის დაშორებით უნდა გაჩერებულიყო, მაგრამ ის არ გაჩერდა... სამწუხაროდ როუფ-ჯამფინგი გახდა დენის გარდაცვალების მიზეზი.


ამ ექსტრემალური ჰობის გამომგონებლის სიკვდილის მიუხედავად, როუფ-ჯამფინგი იყო და რჩება საკმაოდ პოპულარულ, ექსტრემალურ ჰობად.


იმისთვის, რომ დაცული იყო ექსტრემალური გადმოხტომისას, როუფ-ჯამფინგის დროს გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ სერტიფიცირებული მოწყობილობები, რომელიც პერიოდულად უნდა იცვლებოდეს (განსაკუთრებით, თოკები, რომელთა მოქმედების ვადაც მკაცრად განსაზღვრულია). გარდა ამისა, გადმოხტომისას გამოიყენება სპეციალური თოკები (მთავარი გადმოსახტომი და დამცავი) და სხვა მოწყობილობებთან ერთად ჩაფხუტი.


ამასთან როუფ-ჯამფინგის განხორციელება ყველასთვის დაშვებული არ არის. ყველა ხიდიდან გადმოხტომა დაუშვებელია - ხიდების უმეტესობა მიეკუთვნება იმ ობიექტების რიცხვს, რომლიდან გადმოხტომაც კანონით აკრძალულია.


ექსტრემალური სპორტი ყოველთვის დაკავშირებულია განსაზღვრულ რისკთან, რაც დიდ გამბედაობას მოითხოვს. სწორედ ექსტრემი, ადრენალინი და რისკი ეხმარება ადამიანს, გათავისუფლდნენ უარყოფითი ენერგიისგან, გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები, შიშისა და სხვა ყოველგვარი დაბრკოლების გადალახვით მიაღწიონ მიზანს და მიიღონ უდიდესი სიამოვნება.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner