logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: მოსახლეობამ შედეგი რაც შეიძლება, სწრაფად უნდა იგრძნოს!
- +

12 ივლისი. 2018. 23:28

 

 

„მოსახლეობამ შედეგი რაც შეიძლება, სწრაფად უნდა იგრძნოს, რადგან სამწუხაროდ, მოსახლეობის დიდ ნაწილს უჭირს, მუშაობა სურს, მაგრამ სამუშაო ადგილები არ არის“, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კახა კახიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

 

„ამისთვის რადიკალური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო და სწორედ ამიტომ მოიწვია პრემიერ-მინისტრმა კადრები, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობის გუნდმა იმსჯელა და მას წინასწარი თანხმობა მისცა. ხვალ პროფილურ კომიტეტებში იქნება განხილვები, ზეგ პლენარული სხდომები და როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წევრებს საშუალება ექნებათ, კანდიდატთა გეგმები კონკრეტულად მოისმინონ“, – განაცხადა კახიშვილმა.

 

მისი თქმით, მოსახლეობის დიდ ნაწილში არის აზრი, რომ ბევრი გეგმა მოუსმენიათ, მაგრამ არაფერი გაკეთებულა და გეგმებით რომ შედეგი მივიღოთ, ეფექტური მექანიზმები სწორედ ამისთვის გახდა საჭირო.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner