logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: სასჯელაღსრულების სამინისტროში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი
- +

12 ივლისი. 2018. 23:28

 

 

„2012 წლიდან, სისტემა რეფორმების იმდენად მყარ ლიანდაგზე დაჯდა, რომ დარწმუნებული ვარ, ეს რეფორმები გაგრძელდება. სასჯელაღსრულების სამინისტროში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი თუნდაც, ინფრასტრუქტურული პროექტების, თუ საკანონმდებლო კუთხით, რადგან ეს ის სისტემაა, რომელსაც მუდმივი განახლება სჭირდება“, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კახა კახიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მართებული იყო სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროს გაერთიანება და ხომ არ გამოიწვევს ეს გადაწყვეტილება რეფორმების შეჩერებას, უკუპროცესს, კახა კახიშვილმა განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნებში ასეთი ტიპის უწყება ცალკე სამინისტროს სახით არ არის და ან იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ან შსს-სი.

 

„იყო მომენტი, როცა ვფიქრობდი, რა საჭირო იყო, სასჯელაღსრულების სამინისტრო ცალკე ყოფილიყო, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ კარგი იყო, ამ სამინისტროს სხვადასხვა დროს მინისტრი რომ ჰყავდა, რადგან სისტემაში 2012 წლიდან მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება დაიწყო და პარლამენტში განსახილველად, რეფორმათა პაკეტების სწრაფად გატანის უფრო მეტი საშუალება იყო, ვიდრე ვთქვათ, იუსტიციის სამინისტროს ქვეშ იქნებოდა. ძირითადად, სწრაფ რეფორმას სწრაფი გზავნილები სჭირდება და როცა ამ სისტემის ხელმძღვანელს პოლიტიკური პორტფელი ჰქონდა, რა თქმა უნდა, ეს ხელს უწყობდა“, – განაცხადა კახიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner